ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი – “რეალი” “ლივერპულთან” დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, მეორე სათამაშო დღეს დარჩენილი შვიდი მატჩი გაიმართა.
„ლივერპულმა“ ძალიან სანახაობრივ დაპირისპირებაში სახლში „რეალი“ 2:0 დაამარცხა და 15 ქულით ლიდერია. „სამეფო გუნდი“ კი 6 ქულით 24-ე ადგილზეა. მბაპემ და სალაჰმა პენალტები ვერ გამოიყენეს. „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 15 მატჩიდან 14 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1-ელ დეკემბერს „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.
„დორტმუნდმა“ სტუმრად 3:0 სძლია ზაგრების „დინამოს“ – ტურნირზე 5-დან 4 შეხვედრაში გაიმარჯვა.
„შახტარი“ გასვლაზე პსვ-ს 2:0 ამარცხებდა, მაგრამ 69-ე წუთზე პედრო ენრიკე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა,
რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და გამარჯვება მოიპოვეს (3:2). დონეცკური გუნდის მცველი ირაკლი აზაროვი ისევ სათადარიგო იყო. ცნობისათვის, პედრო ენრიკე მის პოზიციაზე თამაშობს.
ლივერპული – რეალი 2:0
გოლები: 1:0 მაკ ალისტერი (52), 2:0 გაკპო (76)
გამოუყენებელი პენალტი: მბაპე (61, რეალი), სალაჰი (70, ლივერპული)
ასტონ ვილა – იუვენტუსი 0:0
ბოლონია – ლილი 1:2
გოლები: 0:1 მუკაუ (44), 1:1 ლუკუმი (63), 1:2 მუკაუ (66)
სელტიკი – ბრიუგე 1:1
გოლები: 0:1 კარტერ-ვიკერსი (26, საკ. კარში), 1:1 მაედა (60)
დინამო (ზ) – დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 გიტენსი (41), 0:2 ბენსებაინი (56), 0:3 გირასი (90)
მონაკო – ბენფიკა 2:3
გოლები: 1:0 ბენ-სეგირი (13), 1:1 პავლიდისი (48), 2:1 მარასა (67), 2:2 არტური (84), 2:3 ამდუნი (88)
გაძევება: სინგო (56, მონაკო)
პსვ – შახტარი 3:2
გოლები: 0:1 სიკანი (8), 0:2 ზუბკოვი (37), 1:2 ტილმანი (87), 2:2 ტილმანი (90), 3:2 პეპი (90+5)
გაძევება: პედრო ენრიკე (69)