ოპოზიციის წარმომადგენლები თავად იწვევენ მხარდამჭერების იმედგაცრუებას, 2 წელი ტყუილში აცხოვრეს საკუთარი ამომრჩევლები

ოპოზიციის წარმომადგენლები თავად იწვევენ საკუთარი მხარდამჭერების იმედგაცრუებას, ამდენი თვის განმავლობაში ატყუებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, ოპოზიციამ 2 წელი ტყუილში აცხოვრა საკუთარი მხარდამჭერები.
„1000 კაცის მიყვანა არ დაუგეგმავს ოპოზიციას. შეიძლება, აქაც დაგვაბრალონ, რომ მისული იყო 100 ათასი და სინამდვილეში ამ 100 ათასიდან ჩვენ გავაყალბეთ 99 ათასი შეკრების მონაწილე, ნებისმიერი ასეთი განცხადება არის არასერიოზული. ისინი თავად იწვევენ საკუთარი მხარდამჭერების იმედგაცრუებას. ამდენი თვის განმავლობაში ატყუებდნენ ამომრჩეველს.
„ფეისბუქზე“ ვნახე მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის, ს განცხადება, რომელიც ამბობს, 20-25 პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებასო“ და მაქსიმუმ გაყალბებით შეიძლება, 10 პროცენტი გააყალბოსო, ეს არის მისი განცხადება – ატყუებდა ხო? ის ატყუებდა, გვარამია, სააკაშვილი, გახარია, ხაზარაძე ატყუებდა, თან მერამდენედ. ეს ხომ პირველი ტყუილი არ არის.
ჯერ ატყუებდნენ, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე . 2020 წლის ბოლოდან 2 წლის განმავლობაში ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, დაჟინებით ამბობდნენ ამას. 2 წელი ტყუილში აცხოვრეს საკუთარი მხარდამჭერები, მანამდე 2020-მდე ატყუებდნენ, რომ მოიგებდნენ არჩევნებს – ესეც ტყუილი. 2021-ში არწმუნებდნენ, რომ მოიგებდნენ არჩევნებს, ესეც კიდევ ტყუილი, 2024 არწმუნებდნენ, რომ მოიგებდნენ არჩევნებს, თან ძალიან დიდი უპირატესობით. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ხან 20-25 პროცენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ყოველ ჯერზე როგორ შეიძლება ატყუებდე ყველას, ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს ტყუილი თუნდაც მათმა ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა

შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც ასახული იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაში და თითოეული მინისტრი დაკავებული იქნება ამ პროგრამის შესრულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე

ეროვნული მნიშვნელობის თემებზე საუბრისას, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააყენა, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში შევიტანეთ საკითხები