რეზოლუციებში ჩადებულია, მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა, როცა ევროპარლამენტი ასეთ რამეს ითხოვს, იქ შესაბამის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს

რეზოლუციებში ჩადებულია, მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა, როცა ევროპარლამენტი ასეთ რამეს ითხოვს, იქ შესაბამის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს
ევროპარლამენტის არცერთ წინა რეზოლუციას არავითარი ფასი არ ჰქონია არავისთვის, მათ შორის, არც ევროკომისიისთვის, არც ევროპული საბჭოსთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ვერავითარი ფასი ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც არის აბსოლუტურად უსამართლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
ირაკლი მ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხებოდა, სადაც სანქციებს, ვიზალიბერალიზაციასა და ახალი მოთხოვნასთან ერთად საუბარია ს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.
„ეს არ არის ახალი, ეს არის, თუ არ ვცდები,მე-5 რეზოლუცია, რასაც იღებს ევროპარლამენტი. არცერთ წინა რეზოლუციას არავითარი ფასი არ ჰქონია არავისთვის, მათ შორის, არც ევროკომისიისთვის, არც ევროპული საბჭოსთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ვერავითარი ფასი ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც არის აბსოლუტურად უსამართლო, რომლებიც ითხოვს, გარდა ასეთი მოთხოვნებისა, ამ რეზოლუციებში არის ჩადებული, მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა. სანქციების დაწესება პირდაპირ მოითხოვეს ჩვენგან, რაც ჩამოშლიდა ქვეყნის ეკონომიკას. როცა ევროპარლამენტი ასეთ რამეს ითხოვს, იქ, ბუნებრივია, შესაბამის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს. ასეთი იქნება, რა თქმა უნდა, მათი მე-5 რეზოლუციაც, რომელიც ხვალ უნდა დამტკიცდეს, როგორც ვიცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიალოგი, რომელიც მიმართული იქნება პოზიციების დაახლოებისკენ, საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ევრობიუროკრატიას ამ ეტაპზე ვითარების გამწვავების და საქართველოს მოსახლეობაზე შანტაჟის ენით საუბრის პერიოდი უდგას

რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს, გაწიროს ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად