ჩვენთვის პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან და ევროკავშირთან, ამისთვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები

ჩვენთვის პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა -თან და ევროკავშირთან, ამისთვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები
ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ამისათვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, რაც უფრო მალე დასრულდება ში ომი, მით უფრო მალე გამოჩნდება შემხვედრი ნაბიჯები.
„ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან, ვუკავშირებდით ძირითადად სამ მოვლენას – ერთი იყო ჩვენი , რაც უკვე დასრულდა, მეორე იყო ამერიკული არჩევნები, რაც ასევე დასრულდა, თუმცა ინაუგურაციას ელოდება ყველა და არსებითად პროცესები აშშ-ში შეიცვლება ინაუგურაციის, ანუ 20 იანვრის შემდეგ.
მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა არის უკრაინაში ომის დასრულება, რაც ასევე ჩვენი პროგნოზის შესაბამისად წარიმართება, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მომავალ წელს უკრაინაშიც დასრულდება ომი. ეს იყო სამი მთავარი ფაქტორი, საიდანაც ორი უკვე დასრულებულია, მესამე ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამისათვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე ვიხილავთ ამ შემხვედრ ნაბიჯებს, ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ყოველ ჯერზე როგორ შეიძლება ატყუებდე ყველას, ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს ტყუილი თუნდაც მათმა ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა

შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც ასახული იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაში და თითოეული მინისტრი დაკავებული იქნება ამ პროგრამის შესრულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე