ქალბატონი სალომე ნამდვილად არის დასაცავი – ირაკლი კობახიძე

ქალბატონი სალომე ნამდვილად არის დასაცავი, რომ ვუყურე მის ბოლო ბრიფინგს, ძალიან მძიმეა მისი ემოციური მდგომარეობა, ის აშკარად ვერ ელევა თანამდებობას, აშკარად სურდა, კიდევ 5-6 წელი ყოფილიყო თანამდებობაზე, თუმცა ხალხმა სხვაგვარად გადაწყვიტა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში ს დასაცავი კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი განაწყენებულია ხალხზე, განაწყენებულია ყველაზე, ვინც უპირისპირდება მისი მხრიდან სკამის შენარჩუნებას.
„შესაბამისად, მას აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა. მისი ეს მძიმე ემოციური მდგომარეობა რაღაცნაირად არის დასაცავი, ამაში ვეთანხები შესაბამისი კამპანიის ავტორებს“, – განაცხადა ირაკლი მ.
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მისი რესლური პოლიტიკური პერსპექტივა არის ის, რომ 29 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
„მას აქვს ძალიან დიდი, 5-კვირიანი მომავალი, 29 დეკემბრამდე. 29 დეკემბერს მას ეწურება უფლებამოსილების ვადა. ეს არის, რეალურად, მისი პოლიტიკური პერსპექტივა, დროში თუ განვიხილავთ. გამომდინარე იქიდან, რომ მისი გარკვეული გავლენა ეფუძნებოდა ერთადერთ რამეს, ეს იყო თანამდებობა, მას 29 დეკემბრის შემდეგ არავითარი რესურსი აღარ რჩება. აქედან გამომდინარე, მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ 5-კვირიანი მომავალი და არაუმეტეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით

ევროპის პარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა