ევროკავშირმა 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ხელი მოაწერა 2025 წლის ევროკავშირის ბიუჯეტს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარებმა ბიუჯეტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი – დოკუმენტი კანონი გახდა. ამის შესახებ, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, იტყობინება ევროპარლამენტის პრესსამსახური.
2025 წლის მთლიანი ბიუჯეტი 199,4 მილიარდ ევროს შეადგენს. 2025 წლის ბიუჯეტი დღევანდელზე 6%-ით მეტი იქნება, რაც 10 მილიარდი ევროთი ზრდას ნიშნავს.
ევროკავშირის 2025 წლის ბიუჯეტისთვის, ევროპარლამენტარებმა უფრო ეფექტური მხარდაჭერა მიიღეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჯანმრთელობა, ჰუმანიტარული დახმარება, საზღვრების მართვა და კლიმატის ცვლილება.
ევროპარლამენტში გაიხსენეს, რომ 2024 წლის თებერვალში, ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის გადახედვისას, EP-მა მიაღწია ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას ძირითად პრიორიტეტებზე, როგორიცაა უკრაინის მხარდაჭერა, რომლის შენარჩუნებაც ევროპარლამენტარებმა შეძლეს 2025 წლის ბიუჯეტში.