ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ დაჯდა

ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს და წერს, რომ რეისები სათარიგო ეროპორტებში გადამისამართდნენ.
აეროპორტის ცნობით, ვერ შესრულდა “კატარის ავიახაზების” რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია “აზიმუტის” რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და “ჯაზირას” ავიახაზები ქუვეითი-თბილისი, რომელიც ერევანში დაჯდა.
გარდა ამისა, დღევანდელი რეისები გააუქმეს “პეგასუსმა” და “თურქეთის ავიხაზებმა”, ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.