სამუშაოების გამო, არაგვის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება.
უწყების თქმით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.