მარნეულში ჯავახიშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჯავახიშვილის სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში სკვერი სრულიად განახლდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტულ და თანამედროვე დასასვენებელ სივრცეს შექმნის.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ახალი ბილიკები და კიბეები, განახლდება ამფითეატრი, ასევე, განთავსდება ახალი სკამები და ურნები.
„სკვერში დამონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა, რაც ტერიტორიის უკეთ განათებას უზრუნველყოფს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 463 991 ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები