ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საბერძნეთის დედაქალაქს სტუმრობდა

24 ნოემბერს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საბერძნეთის დედაქალაქს სტუმრობდა. თეატრალური დასი ათენის კინოთეატრ “სტუდიო”-ში ქართველი მაყურებლის წინაშე ორი სპექტაკლით: “ცის კარი” და “ილია – თანამდევი სული” წარდგა. ინფორმაციას საქართველოს საელჩო საბერძნეთში ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპექტაკლების დაწყებამდე სტუმრებს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ღონისძიების ორგანიზატორმა და ათენის კულტურის ცენტრი ,,კავკასია” -ს დამფუძნებელმა ავთანდილ მიქაბერიძემ და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ბერიძემ მიმართეს.
ორივე სპექტაკლს საბერძნეთში მყოფი ქართული დიასპორა აღფრთოვანებით და ოვაციით შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის ისტორიული თეატრის მსახიობთა დასს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი ვასილ ჩიგოგიძე ხელმძღვანელობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს თავისი გამოცდილებით, მათ შორის უცხოელებთან ურთიერთობის, „ჯიბეში ჩაისვამს“ – ოპოზიციას კი შოკი დიდ ხანს ექნება, ისედაც დაშოკილები იყვნენ