“ქართული ოცნების” დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს სპორტის განვითარების გამო მადლობა გადაუხდა.
“პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ “ქართუსა” და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ჩვენი სპორტის განვითარებისთვის ძალიან დიდი შრომა და თავდადება გასწია.
პატარა ინიციატივით გამოვდივარ – ხომ არ აჯობებდა, რომ სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ასე გვერდში დგომისთვის, ამ თავდადებული კაცისთვის უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა” – ამბობს გენო.