საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2 წლით გაახანგრძლივდა – იოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივეს.
რაც შეეხება ბიუჯეტს, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, 47 მილიონი ევროდან 50 მილიონამდე გაიზარდა.
დღეს, ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივეს. იგი 2008 წლიდან ადგილზეა. ბიუჯეტი ოდნავ, 47 მილიონი ევროდან 50 მილიონამდე, გაიზარდა“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი