“საკადრო ცვლილებები, რომელმაც მითქმა–მოთქმა გამოიწვია… ბევრი ტყუილი მოვისმინეთ” – კალაძე

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება – ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვიქტორ წილოსანს ნინო ბაგაშვილი შეცვლის, ხოლო მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძეს მარიამ კვერნაძე ჩაანაცვლებს.
„მინდა, გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები, რომელმაც დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია და ყველაფერი დაფუძნებული იყო სიცრუეზე. ბევრი არასწორი ინფორმაცია და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინეთ იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც დაკავებულები არიან სიცრუის პროპაგანდით,” – თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
კალაძემ ოთხივე კადრი, გათავისუფლებულიც და დანიშნულიც შეაქო და არ უთქვამს, კონკრეტულად რა სიცრუე გავრცელდა.
ცნობისთვის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის და ქონების მართვის სააგენტოს უფროსის ცვლილებებზე ინფორმაციის გავრცელება მერიას, კორუფციის მკვლევარმა ირაკლი აბესაძემ დაასწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…