“საქართველოში, სადაც ყველა სადარბაზოში უნივერსიტეტია გახსნილი, პრეზიდენტად ირჩევენ უდიპლომო კაცს” – ბექა კობახიძე

როდესაც თემურ ალასანიამ თქვა ლეგენდარული ფრაზა “არა არა, ეს არის ავანტყოფი ერია, ამათ სანამ თავზე არ დაა$%ვავ…” და ამ დროს ბატონ თემურს იმედი ჰქონდა, რომ და$%მის მერე რამე მოხდებოდა. დაა$%ვა, მერე?
ასევე, ოპტიმისტი გამოდგა Keti Devdariani. მისი სულიკო დარდიანიძე ბევრად რესპექტაბელური კაცია, ვიდრე ყაველაშვილი. გროტესკის სივრცე აღარ დარჩა ქვეყანაში. მე ვერ გავბრაზდი, რადგან ვეღარ ვბრაზდები პოლიტიკაზე, რაღაც ზღვარი გადავლახე. უფრო სწორად, გავბრაზდი ჩემს თავზე, რომ თურმე ეს ვერ წარმომედგინა და არგუმენტი არ მაქვს რატომ ვერ წარმომედგინა. რაღა დროის ჩემი გულუბრყვილობა იყო.
საქართველოში, სადაც ყველა სადარბაზოში უნივერსიტეტია გახსნილი და წელიწადში 30 ათასი ახალგაზრდა ხდება სტუდენტი, პრეზიდენტად ირჩევენ უდიპლომო კაცს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი