TikTok-ის გენერალური დირექტორი ევროპარლამენტში დაიბარეს რუმინეთში არჩევნების შემდეგ

TikTok-ის გენერალური დირექტორი ევროპის პარლამენტში დაიბარეს, რათა პასუხი გაეცა თავისი პლატფორმის როლის თაობაზე რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ევროკავშირის და ნატოს წევრი ამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა პოპულარულმა ტიკტოკერმა და ულტრამემარჯვენე პოპულისტმა, 62 წლის კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც პრორუსული და ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსია.
Politico იტყობინება, რომ მკვლევრები ლაპარაკობენ ათასობით ყალბ ანგარიშზე ფარული აქტიურობის შესახებ არჩევნების წინ.
რუმინეთის პრემიერმინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ, რომელიც ასევე მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებშიი, მაგრამ ვერ გავიდა მეორე ტურში, განაცხადა, რომ აუცილებელია შემოწმდეს TikTok-ში ჯორჯესკუს კამპანიის დაფინანსება.
როგორც Politico აღნიშნავს, ჯორჯესკუს არ ჰქონდა პარტიული მხარდაჭერა და გამოკითხვებიდან არ ჩანდა მის პოპულარობა. ახლა მკვლევრები იკვლევენ TikTok-ზე მსხვილ კამპანიას, რომელიც მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაატარა.
ექსპერტების თანახმად, TikTok-ს უნდა შეემჩნია „ათასობით ყალბი ანგარიშის ტალღა“. „მოვუწოდებთ TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს გამოვიდეს და დაგვიდასტუროს, რომ მისი პლატფორმა არ არღვევს ციფრული მომსახურების კანონს “, – თქვა ევროპარლამენტარმა ვალერი ჰაიერმა.
TikTok-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე მისი შესაძლო როლის შესახებ რუმინეთის არჩევნებში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც TikTok-ს, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის, ევროკავშირი აკრიტიკებს. 2023 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პლატფორმას უწოდა “მოტყუებით უდანაშაულო” და მომხმარებელთა შორის “ნამდვილი დამოკიდებულების” მიზეზი.
ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებია სერიოზული ჯარიმა ან სანქცია TikTok-ისთვის.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 8 დეკემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?