ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ფონდ „არველაძეების“ მხარდაჭერით ზუგდიდში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა მ, დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა Arveladze Foundation – ფონდი არველაძე-ის მხარდაჭერით, ზუგდიდში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას, ძმებ არველაძეებთან ერთად, ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც დაესწრო.
„ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე წლებია საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში სკვერის ბიბლიოთეკებს აწყობს, ამარაგებს უახლესი ლიტერატურით და ამით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს წიგნის კითხვის მოტივაციას და თანამედროვე ლიტერატურის გაცნობის საშუალებას აძლევს.
პროექტი მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს