მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე – საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში – ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება

საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში, – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.
როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის გვერდზე წერს, ამის მიზანი ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითებაა.
„უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე წარადგინა.
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის 14 დეკემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ დავითაშვილი: ჩვენ მიჩვეულები ვართ კობახიძის ირონიასა და ცინიზმს, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოსთვის და ქართველი ერისათვის თსუ ნამდვილად არის ჰარვარდი