“ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც “მილანის” მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ…”‘ – პატომ “როსონერის” ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა

“ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც “მილანის” მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ…”‘ – პატომ “როსონერის” ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
“მილანის” ყოფილმა ფორვარდმა ალეშანდრე პატომ Benja Me Mucho პოდკასტში სტუმრობისას გაიხსენა, თუ როგორ დაურეკა მას “როსონერის” ყოფილმა პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ 2009 წელს და უთხრა, რომ სათამაშო პოზიცია შეეცვალა.
იმ დროს იტალიურ გრანდს ბრაზილიელი ლეონარდო წვრთნიდა და პატო ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა.
“ავტობუსში ვიყავით და მატჩზე მივდიოდით. მოულოდნელად, ჩემმა ტელეფონმა დარეკა და აღმოჩნდა, რომ ჩემთან საუბარი სილვიო ბერლუსკონის სურდა.
მან მითხრა, რომ უფრო მეტად ცენტრში უნდა მეთამაშა, რაზეც ვუპასუხე, რომ ეგ როგორ უნდა გამეკთებებინა?! მე მწვრთნელი მყავდა და რასაც ის მეტყოდა, ისე
უნდა მემოქმედა და თანაც, ლეონარდო ფლანგზე მათამაშებდა.
ბერლუსკონიმ მიპასუხა, დაწყნარდი, უბრალოდ ცენტრში ითამაშე, როგორც მე გეუბნებიო… ამ საუბრის შესახებ ლეონარდოს მოვუყევი და მითხრა, რომ არ მენერვიულა და შემეძლო ცენტრში მეთამაშა. საინტერესოა, რომ ბერლუსკონი მართალი იყო, რადგან ჯერ “ინტერთან” დერბი მოვიგეთ, შემდეგ კი “რეალი” დავამარცხეთ”, – იხსენებს პატო.