რომელ კომპანიებში განხორციელდა ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. დოლარი შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 820.3 მლნ აშშ დოლარი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე bpn.ge ტოპ-10 ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალს აქვეყნებს.
რომელ 10 კომპანიაში განხორციელდა ყველაზე მეტი ინვესტიცია მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში. (კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული).
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
შპს მაგთიკომი
სს კორპორაცია ს საზღვაო ნავსადგური
სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ
სს ბიჯეო ჯგუფი
შპს ენთეინ ჯორჯია
შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია
შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს – საქართველოს ფილიალი
შპს ფოთი ტერმინალ ჰოლდინგი
ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი

bpn.ge