ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს პრეზიდენტობასთან ახლოსაა – გავიხსენოთ კარიერა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პარლამენტის წევრი ახლოსაა, საქართველოს მე-6 პრეზიდენტი გახდეს. სახელისუფლებო პარტია “ქართულმა ოცნებამ” ის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.
მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს, ბოლნისში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რასაც თბილისის “დინამო”, “სამტრედია” და ვლადიკავკაზის “სპარტაკი”(შემდეგში ალანიას წევრიც იყო) მოჰყვა.
ყაველაშვილი და ქინქლაძე “სიტიში”
1996 წლის 1-ელ იანვარს ყაველაშვილი “მანჩესტერ სიტის” რიგებში ჩაირიცხა, საიდანაც ის “გრასჰოპერში” იჯარით გაუშვეს, ამის შემდეგ კი სხვადასხვა შვეიცარიულ კლუბებში თამაშობდა – “ლუცერნი”, “სიონი”, “აარაუ”, “ბაზელი” და “ციურიხი”. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა
მიხეილმა 46 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ცხრაჯერ აიღო.
შეგახსენებთ, მომავალი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა და მას 300 ხმოსნით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს აირჩევს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში