სენატმა უკრაინის და ისრაელის დახმარება არ დაამტკიცა – რა გახდა მიზეზი?

სენატმა უკრაინის და ს დახმარება არ დაამტკიცა. მიზეზად -ს საზღვრის უსაფრთხოების საკითხი დასახელდა.
აშშ-ს სენატმა 7 დეკემბერს ვერ შეძლო გადაუდებელი ხარჯებისთვის გათვალისწინებული ახალი კანონპროექტის დამტკიცება, რომელიც უკრაინის და ისრაელის უსაფრთხოებისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.
კანონპროექტს რესპუბლიკელების ნაწილი აფერხებდა. ისინი ითხოვდნენ უფრო მკაცრი ზომების მიღებას შეერთებული შტატების საზღვრების უკეთ დასაცავად.
110.5 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის დამტკიცებას 100-წევრიან სენატში 60 მომხრე ესაჭიროებოდა. კენჭისყრაზე 52-მა რესპუბლიკელმა ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ