Reuters – პაკისტანში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს

პაკისტანში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის „მოძრაობა სამართლიანობის“ პარტიამ საპროტესტო აქციების დროებით შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
გუშინ, ისლამაბადის ცენტრში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა, მას შემდეგ რაც სამშაბათს პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ დედაქალაქში შესვლა მოახერხეს.
შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა.
გვიან ღამით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა და პოლიციამ იმრან ხანის ასობით მხარდამჭერი დააკავეს.
ცნობისთვის, 72 წლის იმრან ხანი 2023 წლის აგვისტოდან ციხეში იმყოფება და მის წინააღმდეგ 150-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის, ტერორიზმისა და კორუფციის ბრალდებით.