ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მეექვსედ მოიპოვა – World Travel Awards

ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა. პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ის გალა ცერემონიაზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორიცაა: მელბურნი, ოსლო, ჟენევა, მიუნხენი და სხვა. ასევე გამოვლინდა 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები.
2019 წლიდან დღემდე ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ