19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულმა ორმა ახალგაზრდამ, ცოტა ხნის წინ საპატიმრო დატოვა. ისაკო დევიძესა და დავით წოწორიას წვრილმან ხულიგნობასა და და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
საქალაქო სასამართლომ აქციის მონაწილეებს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
პროტესტის ნიშნად დევიძეს იზოლატორში შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული. ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან გათავისუფლებულებს ადვოკატი და ახლობლები დახვდნენ.