მექსიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს – ერთ ტარიფს პასუხად მეორე მოჰყვება და ასე შემდეგ, სანამ ჩვენს საერთო ბიზნესებს საფრთხეს არ შევუქმნით

ერთ ტარიფს პასუხად მეორე მოჰყვება და ასე შემდეგ, სანამ ჩვენს საერთო ბიზნესებს საფრთხეს არ შევუქმნით, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რითაც მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან ტარიფის შესახებ -ის არჩეული პრეზიდენტის, ს განცხადებას გამოეხმაურა.
მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, ტარიფები ინფლაციასა და მექსიკასა და აშშ-ში სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს.
„ნარკოტიკების შედინება თქვენი ქვეყნის საზოგადოებაში მოხმარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს“, – მიმართა მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
მისივე თქმით, აშშ-დან კონტრაბანდული გზით შეტანილი იარაღით მექსიკა დაზარალდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში იქამდე დარჩება, სანამ აღნიშნული ქვეყნები აშშ-ში ნარკოტიკებისა და მიგრანტების უკანონოდ შესვლას არ შეზღუდავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა