The Times of Israel: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰეზბოლასთან“, სავარაუდოდ, ხვალ დილის 10 საათზე შევა ძალაში

უსაფრთხოების კაბინეტს ჯერ არ დაუმტკიცებია ცეცხლის შეწყვეტა ლიბანთან, – განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრის  ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა The Times of Israel-ს.

პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, კენჭისყრა სავარაუდოდ მალე ჩატარდება და ცეცხლის შეწყვეტა „ჰეზბოლასთან“, სავარაუდოდ, ხვალ დილის 10 საათზე შევა ძალაში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი წარუდგენს კაბინეტს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მონახაზს და ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება ლიბანში.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”