საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა ოქტომბერში 60 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 692 მილიონი ლარით, ანუ 1.2%-ით მეტია.
სებ-ის ინფორმაციით, სექტემბერში დაკრედიტების მატება ძირითადად ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებით იყო განპირობებული, რამაც 768 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სავალუტო კრედიტები 76 მილიონი ლარით შემცირდა, შესაბამისად დაკრედიტების ზრდა 692 მილიონი ლარი იყო. ეროვნულ ბანკს გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია უშუალოდ რომელი სექტორების მიმართულებით ხორციელდება დაკრედიტება.
სტატისტიკის მიხედვით მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის დაკრედიტება 36.8 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საცალო (ფიზიკური პირების) დაკრედიტება კი 25 მილიარდ ლარს აღემატება. ბიზნესის მიმართულებით ყველაზე მეტი 3.8 მილიარდი ლარის სესხები გაცემულია უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე, მეორე ადგილზეა სერვისი 3.4 მილიარდი ლარით, მესამეზე კი სოფლის მეურნეობის სექტორი 3.3 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით. რაც შეეხება საცალო სეგმენტს, აქ პირველ ადგილზე 11.9 მილიარდი ლარით იპოთეკური სესხებია, 11.6 მილიარდი ლარით მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხები, მესამეზე კი საკრედიტო ბარათების სესხები 472 მილიონი ლარით.
კომერციული ბანკების დაკრედიტება სექტორების მიხედვით
Infogram