ნარიშკინი: რუსეთს უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა სურს

რუსეთი ეწინააღმდეგება, ში კონფლიქტის უბრალოდ გაყინვას, რადგან მოსკოვს სჭირდება „მყარი და გრძელვადიანი მშვიდობა“, რომელიც გადაწყვეტს კრიზისის ძირითად მიზეზებს, – განაცხადა ს საგარეო დაზვრევრვის სამსახურის უფროსმა, სამშაბათს.
სერგეი ნარიშკინის თქმით, ბრძოლის ველზე ინიციატივა რუსეთს აქვს. მისივე თქმით, რუსეთი „კონფლიქტის გაყინვის“ კატეგორიული წინააღმდეგია, მოსკოვს გრძელვადიანი მშვიდობა სურს და მოლაპარაკებებისთვის ღიაა.
უკრაინაში რუსეთის ომი 1000 დღეზე მეტია გრძელდება და როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ის ყველაზე საშიშ ფაზაში შედის. ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები მიუთითებენ იმაზეც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთმა დიდი ტერიტორიის დაკავება შეძლო.
„როიტერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიების 18%, რაც მოიცავს: ყირიმს, დონბასის 80 %-ზე მეტს, სამხრეთით ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქების 70%-ზე მეტს, ასევე აღმოსავლეთ ხარკივის 3%-ს.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს სრული ოკუპაცია მოახდინოს დონბასის, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების და განდევნოს უკრაინელი სამხედროები კურსკის რეგიონიდან. რუსულ ტერიტორიულ ერთეულს, კურსკს, ზაფხულის ბოლოდან უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, რუსი სამხედროები კურსკზე კონტროლის აღდგენას, ამ დრომდე, უშედეგოდ ცდილობენ. კურსკისთვის ბრძოლაში ჩართულნი არიან ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებიც. ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკრაინა აკონტროლებს კურსკის 70%-ზე მეტს.