თეა ახვლედიანს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს

დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ ხედვა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებით , – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი თემა სა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მოქმედი სამშვიდობო ინიციატივები იყო.
„დღეს სახელმწიფო მინისტრის კანდიდატის რანგში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჩვენ წარმოვადგინეთ ხედვა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებით, რომელიც, ერთი მხრივ, ემყარება მშვიდობისა და სტაბილურობის, მეორე მხრივ კი, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პრინციპებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, როგორც საქართველოს სა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მოქმედი სამშვიდობო ინიციატივების, ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტების აღსრულების კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება როგორც დღემდე მიღწეული შედეგების შეფასებას, ასევე ჩვენს წინაშე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს, რათა მივაღწიოთ უფრო გრძელვადიან, მდგრად, უფრო მასშტაბურ შედეგებს, როგორც ერთი, ისევე მეორე მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი პოლიტიკის ფარგლებში”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის