შოთა შალელაშვილი – მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური ჭაობის წიაღში დაიწყო ჯანსაღი ძვრები – ვიმედოვნებ, ნიკა მელიას მიერ შექმნილი მოძრაობა ბიძგი იქნება, წერტილი დაესვას ამომრჩევლის შეურაცხყოფას

„თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილის იმედოვნებს, რომ ნიკა მელიას ახალი მოძრაობა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ „წერტილი დაესვას საზოგადოების და ამომრჩევლის შეურაცხყოფას“.
აღნიშნული განცხადებით შოთა შალელაშვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას პარტიის დატოვებისა და ახალი პარტიის შექმნის შესახებ.
„მინდა გამოვეხმაურო ნიკა მელიას განცხადებას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჭაობის წიაღში დაიწყო ჯანსაღი ძვრები.
ვიმედოვნებ, ნიკა მელიას მიერ შექმნილი ახალი მოძრაობა, კიდევ ერთი ბიძგი და გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომ წერტილი დაესვას საზოგადოების, ამომრჩევლის შეურაცხყოფას, „ქოცსა“ და „ნაცს“ შორის და დაასრულებს 30 წლიან წრეზე ტრიალს. წარმატებას ვუსურვებ ნიკასა და მის გუნდს“, – აცხადებს შოთა შალელაშვილი,რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს