დნმ-ის ბაზის შექმნისთვის 17 მლნ-ს დახარჯავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დნმ-ის ბაზის შექმნისთვის 17 745 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხით ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად საჭირო ელექტრონული მასკანირებელი მიკროსკოპს და დნმ ლაბორატორიის წარმადობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა სახის მოწყობილობებს შეიძენენ.
ამ საკითხზე -ს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა დღეს პარლამენტშიც ისაუბრა.
როგორც მან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში აღნიშნა, დნმ ბაზა მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს.
“მიმდინარე წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის შექმნის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის ლაბორატორიული ტექნიკური საშუალებების განახლება და ცალკეული საექსპერტო მიმართულებების აკრედიტაციის სფეროს გაფართოება”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია დამკვიდრებული და საქართველოშიც დნმ-ის ბაზასთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.
“ხშირად არის, როდესაც დანაშაულის ადგილას დნმ რჩება, თუმცა ვერ ვნახულობთ და ვერ ვიგებთ ვისია. საკანონმდებლო პროექტის თანახმად, დნმ ბაზაში რეგისტრირდება ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშები. წინასწარი დაკავების იზოლატორშიც ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის და მათთვისაც სავალდებულო იქნება ამ მონაცემების ჩაბარება. სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო ეტაპზე და შემთხვევის ადგილასაც ავიღებთ ნიმუშებს და ისინი შეინახება ბაზაში. ასევე, შესაძლებელი იქნება ნებისმიერმა პირმა ნებაყოფლობით ჩააბაროს ბიოლოგიური ნიმუშები”, – ამბობს გომელაური.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)