აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილედ – რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათი ცნობით, დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მათივე ცნობით, არჩევამდე რამაზ ჯინჭარაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე მოღვაწეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე