აჭარის უმაღლეს საბჭოს, მესამე ვადით, დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს

აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელად, მესამე ვადით, დავით გაბაიძე აირჩია.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, დავით გაბაიძე, “ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის სამუშაო შეხვედრაზე დასახელდა.
სხდომაზე კი, დავით გაბაიძის კანდიდატურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გოგი ფუტკარაძემ, ფრაქციის სახელით წარადგინა. დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველსა და პოლიტიკურ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
დავით გაბაიძე საკანონმდებლო ორგანოს 2016-2020 და 2020-2024 წლებში ხელმძღვანელობდა.
ამ პერიოდში, უმაღლესმა საბჭომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ინსტიტუციური გაძლიერებისა და ღიაობის პრინციპების დანერგვის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ