დიმიტრი მედვედევი – უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმის ტოლფასი იქნება

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების შესაბამისად, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე განხორციელებული თავდასხმის ტოლფასი იქნება. მედვედევმა შესაბამისი განცხადება „ტელეგრამ“ არხზე გაავრცელა.
„კიევის რეჟიმისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საფრთხე შეიძლება ჩაითვალოს რუსეთთან ბირთვული კონფლიქტისთვის მომზადებად. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის შესაბამისად, ასეთი იარაღის ფაქტობრივი გადაცემა შეიძლება გაიგივდეს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის აქტთთან“, – აღნიშნა მედვედევმა.
გასულ კვირას New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირის ვარაუდით, -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, უკრაინას ბირთვული იარაღის გადასცეს, თუმცა არსებობს შიში, რომ ასეთ ნაბიჯს სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით