სალომე სამადაშვილი – პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება

პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება – ბიძინა ივანიშვილის პირადი, კერძო ზოოპარკიდან რომელიმე ცხოველი რომ გამოიყვანონ, დააყენონ, კენჭი იყაროს და აირჩიოს ივანიშვილის არალეგიტიმურმა, ამ რაღაცა თავყრილობამ, არანაირი განსხვავება არ იქნება ამ ქვეყნისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა „კონსტიტუციური ჩარჩოებიდანაა გასული“.
„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. მინდა, რომ საზოგადოებას ძალიან ნათლად შევახსენო – საქართველოს დღეს არ ჰყავს ლეგიტიმური პარლამენტი. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა, არჩევნებს რომ თავი დავანებოთ – გაყალბებულს და კონსტიტუციის დარღვევით ჩატარებულს. ამიტომ, პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება. ბიძინა ივანიშვილის პირადი, კერძო ზოოპარკიდან რომელიმე ცხოველი რომ გამოიყვანონ, დააყენონ, კენჭი იყაროს და აირჩიოს ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურმა, ამ რაღაცა თავყრილობამ, რომელმაც საქართველოს პარლამენტი დაირქვა, არანაირი განსხვავება არ იქნება ამ ქვეყნისთვის. ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არის გასული და მის დასაბრუნებლად ქვეყანას ახალი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია