ბაბი კირკიტაძე ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

სამთავრობო არხის, იმედის ღამის შოუს ბენდის წევრი, ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.
ტაბულას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ მას შემდეგ, რაც ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ვიდეოს შესახებ, იმ დღესვე დაუკავშირდნენ მას და დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაიბარეს.
7 დეკემბერს მომღერალი პირად Facebook-ის ანგარიშზე გამოეხმაურა ცილისმწამებლური ვიდეოს გავრცელებას.
“ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ”. – წერს ბაბი კირკიტაძე.
მომღერლის თქმით, ის აპირებს სარჩელის შეტანას და დამნაშავეების დასჯას.
“პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! […] აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!”. – ნათქვამია პოსტში.