ესპანური კარინიენა (Cariñena) 2025 წლის ევროპის ღვინის ქალაქად დასახელდა. ამის შესახებ ნათქვამია ღვინის ქალაქების ევროპული ქსელის (Recevin) ვებგვერდზე.
La Vanguardia-ს ცნობით, კარინიენა მერმა სერხიო ორტიზმა აღნიშნა, რომ მქალაქი მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს რამდენიმე ღონისძიებას და დღესასწაულს, რომლებიც ხელს შეუწყობს ღვინის, როგორც სავიზიტო ბარათის პოპულარიზაციას.
Recevin–ი ყოველწლიურად ასახელებს ერთ–ერთ ევროპულ ქალაქს ღვინის ქალაქად. ეს ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში მეღვინეობის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. 2024 წელს ღვინის ქალაქის ტიტული იტალიურმა პიემონტმა დაიკავა. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2026 წელს ღვინის ქალაქი პორტუგალიაში აირჩევა.
rbc