„ოთხი არასწორი წარმოდგენა პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც გავრცელებულია ოპოზიციურ საზოგადოებაში“ – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სოცქსელში წერს:
ოთხი არასწორი წარმოდგენა პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც გავრცელებულია ოპოზიციურ საზოგადოებაში.1. მცდარი მოლოდინების ტყვეობაში ყოფნა.“ვარდების რევოლუციის” ანალოგის ძებნა პოლიტიკური პროტესტებისას. თუ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რევოლუციით უნდა დამთავრდეს. ამ ილუზიების შექმნას ოპოზიციის ერთმა ნაწილმაც შეუწყო ხელი. ახლა მის შედეგებს იმკის.2. “თეთრ რაშზე” ამხედრებული, ერთი გამოკვეთლი ქარიზმატული ლიდერის აუცილებლობა წარმატების მისაღწევად ანუ მოთხოვნა ბელადზე.ბევრი ლიდერი თურმე ცუდია, რადგან განსხვავებული აზრები გააჩნიათ, რაც ხელს უშლის საქმის ორგანიზებას. ჯოგის წინამძღოლის (ყოჩის) მოდელზე აგებული მენეჯმენტისადმი თაყვანისცემა.მესიანიზმი ქართულ პოლიტიკური ცხოვრებისათვის სულაც არაა უცხო ხილი.3. როცა შედეგები არ დგება, საჭიროა ძველი პარტიების ახლებით ჩანაცვლება.მორიგი გულუბრყვილო წარმოდგენა პოლიტიკური ცხოვრების ბუნებაზე. პარტიებისა და თუნდაც ლიდერების წარმოშობას სჭირდება წლები, ხშირ შემთხვევაში ერთ ან ორ ათეულ წელზე მეტი, სჭირდება შესაბამისი გარემო, საჭიროა ობიექტური “საბაზრო” “მოთხოვნა”, რომელიც “მიწოდებას” წარმოშობს. შეკვეთით “ახალი სახეები” არ იჩეკებიან.4. ხალხის (ამომრჩევლის) კრიტიკა ტაბუირებულია. ხალხის ბრალი არ ყოფილა, რომ იყიდება ან უპრინციპოდ იქცევა. ხალხზე ( განსაკუთრებით მის გაჭივრებულ ნაწილზე) პასუხისმგებლობის თუნდაც ნაწილობრივი დაკისრება არასწორია. ოპოზიციის ბრალია, რომ ვერ შეძლო მისი დარწმუნება და სწორ გზაზე დაყენება და ასე შემდეგ.კიდევ ბევრი, სხვა მცდარი შეხედულებების ჩამოთვლა შეიძლება.ოპოზიციას თავისი ცოდვებიც ეყოფა, ყველაფერი მას რომ არ ავკიდოთ.ოპიზიციის შეცდომების განხილივის დროც მოვა. ახლა, ცხელ გულზე, ამაზე საუბარი ობიექტური ვერ იქნება. პოლიტიკური მომენტი ან ზედმეტად ლოიალურს გხდის, ან ზედმეტად კრიტიკულს. დროსაც შერჩევა უნდა. პრიორიტეტი ამ წუთას სხვაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას