ბათუმის საკრებულომ ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ 2025 წლის ს ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
„ბიუჯეტის მოცულობა 500 მილიონი ლარია, რაც 2024 წლის სასტარტო ბიუჯეტთან მიმართებაში 118 მილიონი ლარით მეტია.
პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 266 მილიონ 36 ათას 600 ლარი
• ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 29 მილიონ 327 ათას 500 ლარი
• განათლება – 50 მილიონ 584 ათას 100 ლარი
• კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა – 32 მილიონ 163 ათას 700 ლარი
• ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება – 42 მილიონ 462 ათას 400 ლარი
• მუნიციპალური სერვისების განვითარება – 14 მილიონ 207 ათას 600ლარი
• ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება – 818 ათას 600ლარი
შემოსულობები – 455 მილიონი ლარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი – 132 მილიონ 341 ათასი ლარი, ხოლო სპეციალური ტრანსფერი – 99 მილიონ 659 ათასი ლარი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.