თენგო თევზაძე – ცესკო-ს მოვუწოდებთ, უახლოეს პერიოდში – ხვალ, ჩახსნან ჩვენი პარტიული სია, რათა შემდგომ მივმართოთ ე.წ. პარლამენტს

ცესკო-ს მოვუწოდებთ, უახლოეს პერიოდში – ხვალ, ჩახსნან ჩვენი პარტიული სია, რათა შემდგომ მივმართოთ ე.წ. საქართველოს პარლამენტს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა თენგო თევზაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლისას განაცხადა, სადაც მან ცესკო-ს მიმართა განცხადებით, რომ კოალიციის პარტიული სია ჩახსნას.
როგორც თევზაძემ განაცხადა, „კოალიცია ცვლილებისთვის” არ აპირებს ითანამშრომლოს XI მოწვევის პარლამენტთან
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციურ გადატრიალება მოახდინა.
„კოალიცია ცვლილებისთვის” არის პოლიტიკური პარტია, რომელიც არის პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე. ჩვენ ჩვენს სიტყვას ვასრულებთ და ვხსნით სიას. პროცედურულად სიის ჩახსნა გულისხმობს შემდეგს: ის ადამიანები, რომლებმაც დღეს ე.წ. პარლამენტისგან უფლებამოსილება არ მიიღეს, უარს ამბობენ მანდატზე, თუნდაც მონაცვლეობის პრინციპით. როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე პარტიულ სიას ჩაგვიხსნის, ამავდროულად, მივმართავთ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს პროცედურა უნდა მოხდეს უახლოეს დღეებში, რადგან ცესკოს 3 დღის ვადა აქვს. ცესკო-ს მოვუწოდებთ უახლოეს პერიოდში – ხვალ, ჩახსნან ჩვენი პარტიული სია, რათა შემდგომ მივმართოთ ე.წ. პარლამენტს. სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის, რომლის უფლებამოსილებას არ ვცნობთ, გვიწევს მიმართვა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ არის პასუხისმგებლობიანი და სიტყვის შემსრულებელი პოლიტიკური კოალიცია და პარტია. ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობაში შევიდეთ იმ ხელისუფლებასთან, რომელმაც მიიტაცა კონსტიტუციური უფლებამოსილება და ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ ვხედავთ კონსტიტუციურ გადატრიალებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა“,- განაცხადა თენგო თევზაძემ „ტვ პირველთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც