“ჰიუმან რაითს ვოჩი”: ისრაელის იერიში, რომელმაც 3 ჟურნალისტი შეიწირა, დიდი ალბათობით, მიზანმიმართული იყო

ოქტომბერში, ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს, ლიბანში დაღუპული სამი ჟურნალისტისა და სხვათა დაჭრის ფაქტი, დიდი ალბათობით, იყო მიზანმიმართული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე და აშკარა ომის დანაშაული – შეფასებას, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს ვოჩი” (Human Rights Watch) აკეთებს.
დამოუკიდებელ გამოძიებაზე დაფუძნებული განცხადება, მათ ვებგვერდზე, დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნდა. ისრაელის სამხედრო უწყებას მასზე პასუხი ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.
ორგანიზაციის განცხადებით, 25 ოქტომბრის თავდასხმის დროს, ისრაელმა ბომბში ამერიკული აღჭურვილობა გამოიყენა. “ჰიუმან რაითს ვოჩი” ამბობს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა შეაჩეროს ისრაელისთვის შეიარაღების გადაცემა, რადგან ისრაელი მას იყენებს “მშვიდობიან მოსახლეობაზე უკანონო თავდასხმებისთვის, რის გამოც, შესაძლოა, ამერიკის ოფიციალური პირები ომის დანაშაულის თანამონაწილენი გახდნენ.”
25 ოქტომბერს, ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ჰასბაიას დასახლებაზე. ლიბანელ ჟურნალისტებს, ამ დროს, ეძინათ.
მედიისთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმა ბოლო 13 თვის განმავლობაში – მას შემდეგ, რაც ისრაელმა “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ, მას ღაზის სექტორში ომი გამოუცხადა. პარალელურად, ისრაელი ლიბანში “ჰამასის” სატელიტ დაჯგუფებას, “ჰეზბოლას” ებრძოდა, რადგან ის ისრაელს დრონებით თუ სარაკეტო დანადგარებით ათასობით რაკეტას უშენდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ლიბანში 3 500 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 900-ზე მეტი ქალი და ბავშვია, 11 კი ჟურნალისტი. ომის გამო, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მილიონზე მეტი იძულებით ადგილნაცვალია.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…