შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს ევროვიზიის სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებას

ბაზელის მცხოვრებლებმა ხმა მისცეს შვეიცარიის ამ ქალაქში 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დაფინანსებას სახელმწიფო სახსრებით. 24 ნოემბერს ჩატარებული კენჭისყრის საბოლოო შედეგებით, ბაზელელების 66.6 %-მა მხარი დაუჭირა გადასახადიდან შესული თანხის მოხმარებას 2025 წელს ევროვიზიის კონკურსის დაფინანსებისთვის.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო მოქალაქეთა 57%-მა. მოქალაქეთა უმრავლესობა დათანხმდა 40 მილიონი ევროს (41.7 მილიონი დოლარი) გაღებას, მაისში ევროვიზიის რიგით 69-ე კონკურსის დაფინანსებისთვის.
ევროვიზიის დაფინანსება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მემარჯვენე პარტია – ფედერალურ-დემოკრატიული კავშირმა (EDU), რომელმაც ხელი შეუწყო ხელმოწერების შეგროვების კამპანიას. EDU-ს პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს კონკურსი და მას “პროპაგანდის პლატფორმა”უწოდეს ჰომოსექსუალი და არაბინარული ადამიანებისთვის, რომლებსაც ისინი სატანიზმისა და ოკულტიზმის წახალისებაში ადანაშაულებენ.
ევროვიზია არაკომერციული კონკურსია, რომელიც ძირითადად ფინანსდება მასში ჩართული საზოგადოებრივი მაუწყებლების სახსრებით. თუმცა, ევროვიზია თვლის, რომ „შეღავათების გათვალისწინებით“ მასპინძელმა ქალაქებმაც უნდა შეიტანონ წვლილი.ევროვიზიის კონკურსი შარშან შვეიცარიის წარმომადგენელმა მოიგო.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში