არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს ისრაელ-მოლდოველი რაბინის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ დაკავებულია ისრაელ-მოლდოველი რაბინის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი.
რაბინი მოკლეს თავდასხმის შედეგად, რომელსაც ისრაელმა ანტისემიტური “ტერორისტული თავდასხმა” უწოდა. მსხვერპლი, რომლის გაუჩინარების შესახებ 22 ნოემბერს გამოაცხადეს, ამოცნობილი იქნა, როგორც ცვი კოგანი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მუშაობდა ორთოდოქსულ ებრაულ ჯგუფ “ხაბადში”, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში ჩასულ, ასევე იქ მცხოვრებ ებრაელებს.
Reuters-ის თანახმად, მისი ცხედარი იპოვეს ქალაქ ალ-აინში, ომანის საზღვართან, თუმცა უცნობია, სად მოკლეს კოგანი. არაბთა გაერთიანებული საამიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული ეჭვმიტანილების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
ფორუმი