სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ საარჩევნო დარღვევებზე, რომლებიც ამ დრომდე არ გამოიძიეს – ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და “სერიოზულ შეშფოთებას” გამოხატავს იმის გამო, რომ საარჩევნო დარღვევები “საფუძვლიანად და დამოუკიდებლად” არ გამოიძიეს.
“დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთის საელჩო, ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები, მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ:
“ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ”.
25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ამ პარლამენტს არალეგიტიმურად და თვითგამოცხადებულად მიიჩნევენ.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – ისინი „ოცნებას“ არ მიუწვევია.
შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.
პარლამენტმა, პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელების მიუხედავად, რომლითაც ს შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში