დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
„რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 30 ხომალდს, რომლებიც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციები დაუწესდათ“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, დღეს დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული ტიპის „ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი“ გამოაცხადა.
„რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავალი უკრაინაში ომისა და ნგრევის ცეცხლს აძლიერებს“, – აღნიშნა დევიდ ლემიმ.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, დასანქცირებული რუსული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობამ უკვე 73-ს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს