გიორგი ვაშაძემ პარლამენტს საკუთარი მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რომ მასსადეპუტატო მანდატი შეუწყვიტონ.
როგორც ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ამ საკითხზე კოლეგებთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა დარწმუნებულია, რომ სხვა ოპოზიციონერებიც იმავეს გააკეთებენ.
„პირადად მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. მე ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არანაირი კავშირი არ მექნება. ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ, უბრალოდ, მე აქ ვარ და აქედან მოგმართავთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”