„არ შეიძლება ტურიზმში მუდმივად ქაოსური სიტუაცია გვქონდეს“ – ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
,,ევროპიდან და ჩრდ. ამერიკიდან ტურისტების შემოსვლა მაქსიმუმს აღწევდა, დიდი ხანია ეს ტენდენცია აღარ არსებობს. უამრავი ინფორმაცია ჩვენამდე არც აღწევს და რეალურად არ ვიცით, ვინ რატომ გააუქმა ჯავშანი და რატომ აღარ ჩამოვიდა საქართველოში. თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებს, კონკრეტულად თურქეთს, რომელსაც გათვლილი აქვს ყოველი მომდევნო ტურისტული წელი, ჩვენთან კი ქაოსია და ახლავე ავხსნი რას ნიშნავს ეს ქაოსი. ჩვენი სამუშაო ენა არის ინგლისური და არა ინდური ან ჩინური, ამიტომ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ჩაანაცვლონ ევროპელი ტურისტები ჩინელი და ინდოელი ტურისტებით და ამისთვის ამ ქვეყნებში ვიზიტებსაც მართავენ, ასეთი გადაწყვეტილებები ანგრევს ტურიზმს“, – განაცხადა ია თაბაგარმა.
bpn.ge