დმიტრი პესკოვი: აბსოლუტურად არარეალურია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი კიევისთვის ხელსაყრელი პირობებით მოლაპარაკებას „აბსოლუტურად არარეალურს“ უწოდა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, აშშ-ის გეგმა, რათა კიევისთვის ხელსაყრელი პირობებით მოლაპარაკება წარიმართოს, ვერ განხორციელდება.

„არა, ეს აბსოლუტურად არარეალურია”, – განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს.

ინფორმაციისთვის, ოფიციალური კიევის განცხადებით, ისინი მოსკოვის პირობებს არ დასთანხმდებიან. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერთან მოლაპარაკება აზრს მოკლებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ