მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატების სიის გამოცხადებას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა

მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატების სიის გამოცხადებას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
მოქალაქეებმა ხმაური და უკმაყოფილება იმ დროს გამოხატეს, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის წევრების სია წაიკითხა.
პარლამენტის წინ დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, რომლის მეშვეობითაც აქციაზე მყოფნი მოქალაქეები ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მიმდინარეობას ადევნებენ თვალს.
რაც შეეხება თავად აქციას, რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. ისინი აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.
პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან -ის სხვადასხვა დანაყოფები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)