პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი ხვალ პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს

პარლამენტის თავჯდომარის, ს თქმით, პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის და ინაუგურაცია მიმდინარე წელს უნდა გაიმართოს.
“არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. იმისთვის, რომ პრეზიდენტი 5 წლის ვადით იყოს არჩეული, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. 9 საათიდან პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს – აქციის მონაწილეები არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას და თვითაღიარებული დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპროტესტებენ.